ივნისში ყველაზე მეტი შემოწირულება ”ქართულმა ოცნებამ” მიიღო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარტიებმა ივნისში შემოწირულების სახით ჯამში 2 204 085 ლარი მიიღეს. როგორც prof-news-ს პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურში განუცხადეს, ყველაზე მეტი შემოწირულება – 1 028 420 ლარი ”ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” ერიცხება.
შემოწირულების კუთხით მეორე ადგილი უკავია პაატა ბურჭულაძის პარტიას ”სახელმწიფო ხალხისთვის”, რომელმაც ივნისში შემოწირულების სახით 741 942 ლარი მიიღო.

სხვა პარტიების მაჩვენებელი ასე გამოიყურება: ”პატრიოტთა ალიანსი” – 174 930 ლარი, გიორგი ვაშაძის ”წარმატებული საქართველო” – 111 442 ლარი, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 81 200 ლარი, ”გირჩი” – 38 003, ”ჩვენი სამშობლო” – 21 700 ლარი, ”საქართველოს მშვიდობისთვის” – 2 660 ლარი, ”საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია” – 1 700 ლარი, ”რესპუბლიკური პარტია” – 680 ლარი, ”ლეიბორისტული პარტია” – 600 ლარი, ”მემარცხენე ალიანსი” – 500 ლარი, ”ეროვნულ-დემოკრატიული პარტია” – 163 ლარი, ”კონსერვატიული პარტია” – 119 ლარი და ”თავისუფალი საქართველო” – 25 ლარი.

Visited 131 times, 1 visit(s) today