იკვეთება იმის კონტურები, რომ განვითარებული პროცესებით ერდოღანმა შესაძლოა მოვლენების განვითარებას სათავისოდ დაასწრო

16/07/2016

თურქოლოგი ემზარ მაკარიძე არ გამორიცხავს, რომ ანკარასა და სტამბოლში მომხდარით, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა მოვლენების განვითარებას დაასწრო. ერდოღანის მმართველობის პირველი ეტაპი წარმატებული იყო, მან გაატარა წარმატებული რეფორმები, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მთელი ძალაუფლება მის ხელში გადავიდა, გაუჩნდა სურვილი ქვეყანა ერთპიროვნულად ემართა, რაც 21-ე საუკუნეში ნამდვილად არ წაადგებოდა.
მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო გადატრიალებები და სამხედროების ამბოხი თურქეთის საშინაო პოლიტიკის სახასიათებელიც კი არის, რაც თურქეთში მოხდა და ახლაც ხდება, არ არის მხოლოდ საშინაო პრობლემა და იგი ბევრწილად საგარეო ფაქტორებსაც უკავშირდება, ვინაიდან, უკანასკნელ წლებში ანკარის საგარეო პოლიტიკაში საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშნები დაგროვდა.

”მომხდარი ან გარკვეულმა ძალამ მართლაც წარმართა, ან ხელოვნურად იყო ინსპირირებული. გარკვეულწილად იკვეთება კიდეც იმის კონტურები, რომ განვითარებული პროცესებით ერდოღანმა მოვლენების განვითარებას შესაძლოა სათავისოდ დაასწრო”, – განაცხადა მაკარიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0