ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ერაზმუს+ ერთობლივი პროგრამების ფარგლებში სრული პარტნიორის სტატუსი მიენიჭა

18/07/2017

ერაზმუს+ ერთობლივი პროგრამების კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა რვა უნივერსიტეტისგან შემდგარი საერთაშორისო კონსორციუმის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის კვლევებში – Central and East European, Russian and Eurasian Studies (CEERES).
აღნიშნული სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მიენიჭა სრული პარტნიორის სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ პროგრამის კურსდამთავრებულები ევროპული უნივერსიტეტების დიპლომებთან ერთად მიიღებენ აკადემიურ ხარისხს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგანაც.
ერთობლივი პროგრამა პირველ მიღებას 2018 წლის შემოდგომისთვის გამოაცხადებს. სტუდენტები, რომლებიც ვიწრო სპეციალიზაციად კავკასიის კვლევებს აირჩევენ, სწავლების მეორე წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაატარებენ და სამი უნივერსიტეტის აკადემიურ ხარისხს მიიღებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0