ილია მზექალაშვილმა მიმდინარე პროექტები დაათვალიერა

07/08/2017

მიმდინარე პროექტები, რომელიც დღეს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ილია მზექალაშვილმა მოინახულა, უახლოეს პერიოდში უნდა დასრულდეს. სოფელ ჭიკაანის კულტურის სახლის გარე ფასადის და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია, რომლისთვისაც 71 072 ლარი იხარჯება, გავაზის ბაგა-ბაღის შენობის კაპიტალური შეკეთება, რისთვისაც 86 290 ლარია გამოყოფილი და ყვარლის პირველი ბაგა-ბაღის შენობის ნაწილის კაპიტალური რეაბილიტაცია, ღირებულებით 62 500 ლარია. ეს იმ პროექტების ნაწილია, რომელსაც რეგიონალური ფონდი ყვარლის მუნიციპალიტეტში ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0