ილია ნაკაშიძე მოსახლეობის წინაშე ანგარიშით წარსდგა

25/01/2019

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკრმა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატმა პარლამენტში ილია ნაკაშიძემ მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა გამართა, შეხვედრაზე ილია ნაკაშიძემ 2018 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა. დეპუტატმა საზოგადოებას ბიუროს როლსა და საქმიანობაზე ოლქში, მათ შორის განხორციელებულ, მიმდინარე პროექტებზე, მოქალაქეებისთვის განკუთვნილ სერვისებსა და სამომავლო გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრაზე 2018 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშით წარსდგა ასევე საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გურანდა დოლიძე. დეპუტატმა მუნიციპალიტეტში თავისი ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარებული ღონისძიებები დამსწრე საზოგადოებას ფოტო სლაიდებით გააცნო.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2019 წელს დაგეგმილ და განსახორციელებელ პროექტებზე მინისტრის მოადგილე მამუკა თურმანიძემ ისაუბრა.
შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე, საკრებულოს წევრები, საქართველოს პარლამენტის წევრები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.
შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0