იმედია, ევროკავშირის მხრიდან შესაბამისი რეაგირება იქნება

18/05/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის, ჰერბერტ ზალბერის განცხადებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.
„ვიზიარებ შეშფოთებას ბატონი ზალბერის განცხადებასთან დაკავშირებით და იმედია, რომ ევროკავშირის მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება ამ განცხადებასთან დაკავშირებით“ – განაცხადა ვარშავაში ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0