იმედი მაქვს ბევრი საინტერესო იდეა შემოვა

27/02/2023

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა“ – ეს არის პროექტი, რომელიც 27 თებერვლიდან ამოქმედდა და რომელიც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარადაჭერით ხორციელდება. პროექტის მთავარი მიზანია სოფლის მეურნეობის და აგროტურისტული პოტენციალის განვითარების მხარდაჭერა, დასაქმების ხელშეწყობა, სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში ცხადდება კონკურსი, რომელშიც მონაწილოების მიღება შეუძლიათ: ფიზიკურ პირებს (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეებს) და მეწარმე იურიდიულ პირებს. პროექტის ფარგლებში კონკურსში გამარჯვებულებს შესაძლებლობა ექნებათ 15 000 ლარამდე დაფინანსება მოიპოვონ.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, ლანჩხუთში დაიწყო ახალი პროგრამის განხორციელება, რომელიც გულისხმობს მუნიციპალიტეტის პირადი სახსრებით და დონორის დახმარებით ადგილობრივი მცხოვრებლების მხარდაჭერას აგრარული და აგროტურისტული პროექტების საგრანტო კომპონენტით. „იმედი მაქვს ბევრი საინტერესო იდეა შემოვა“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

პროექტის პრეზენტაცია ლანჩხუთში შედგა, რომელიც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლანჩხუთის მერის პირველ მოადგილესთან, ეკა გუჯაბიძესთან და GIZ-ის წარმომადგენელთან, აკაკი ხურციძესთან ერთად წარადგინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0