იმერეთის გუბერნატორი ირანის ელჩს შეხვდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს საქართველოში – აბას თალებიფარს უმასპინძლა. მხარეებმა სამომავლო გეგმებსა და ერთობლივად განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ირანსა და იმერეთის რეგიონს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.

Visited 195 times, 1 visit(s) today