იმერეთის გუბერნატორმა ევროპის რეგიონთა ასამბლეის პრეზიდენტი მიიღო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძე და მოადგილე, იოსებ ხახალეიშვილი ევროპის რეგიონთა ასამბლეის პრეზიდენტს, ჰანდე ოზსან ბოსატლის და გენერალურ მდივანს მეთიუ მორის შეხვდნენ.
შეხვედრის მთავარ თემას იმერეთის აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანებისა და მომავალი თანამშრომლობის საკითხები წარმოადგენდა.
მხარეებმა დეტალურად განიხილეს ის პროცედურები და ნაბიჯები, რაც აუცილებელად უნდა გადაიდგას აღნიშნული მიზნის მისაღწევად.ასამბლეის წევრობა გვაძლევს შანსს ევროპაში ინტეგრაციისა, რეგიონის ცნობადობას ევროპის დონეზე, სხვადასხვა რეგიონებთან ურთიერთთანამშრომლობას, მათი გამოცდილების გაზიარებას და .შ.
ევროპის რეგიონთა ასამბლეა 31 წლის წინ შეიქმნა და ის ევროპის რეგიონების ყველაზე დიდ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც 300–მდე წევრს აერთიანებს.

Visited 153 times, 1 visit(s) today