იმერეთის გუბერნატორმა პოლტავიდან ჩამოსულ დელეგაციას უმასპინძლა

03/05/2017

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა, პოლტავიდან ჩამოსულ დელეგაციას უმასპინძლეს. მხარეებმა სამომავლო ურთიერთობებსა და ერთობლივად განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს. შეხვედრის ბოლოს იმერეთისა და პოლტავის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0