იმერეთის გუბერნატორმა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს უმასპინძლა

01/06/2017

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორთან ნანა ლორთქიფანიძესთან და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან სიმბოლურად, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. აღსაზრდელებმა ასევე, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, საბავშვო ბაღებში პირობების გაუმჯობესებისთვის, მადლობის სერთიფიკატები გადასცეს. ამ სახალისო მიღებაზე ბავშვებს საშუალება ჰქონდათ უკეთ გაეცნოთ საკუთარი რეგიონისა და ქალაქის პირველი პირები და მათთვის სასურველი კითხვები დაესვათ. გივი ჭიჭინაძემ და შოთა მურღულიამ, აღსაზრდელებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს, მათ აღზრდაში სკოლამდელი დაწესებულებების როლზე ისაუბრეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ საბავშვო ბაღებში ინფრასტრუქტურისა და სხვა პირობების გაუმჯობესება მომავალშიც გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0