იმერეთის გუბერნატორმა ქუთაისში მოქმედი საწარმო მოინახულა

30/03/2017

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და USAID – ის მიისიის დირექტორმა დუგლას ბოლმა, USAID/REAP-ის მიერ დაფინანსებული საწარმო შპს ,,ფარკონი“ მოინახულეს. კომპანია 10 წლის წინ დაარსდა და თავდაპირველად მხოლოდ მცენარეული ნედლეულის დამზადებას, გადამუშავებასა და რეალიზაციას ახდენდა. თუმცა, USAID/REAP-ის დახმარებით, საწარმო გადაიარაღდა და თანამედროვე ტექნოლოგიით აღიჭურვა, რაც ფართო სპექტრის მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას უზრუნველყოფს. ამ ეტაპზე საწარმოში ნედლეული სრულ ტექნოლოგიურ კურსს გადის, დაწყებული გამოშრობით, დაღერღვა-დაფასოებით და დამთავრებული შეფუთვით. შპს ,,ფარკონი“ – ში 46 ადამიანია დასაქმებული. ბოლოწლების განმავლობაში კომპანიის გაყიდვები 2,5ჯერ გაიზარდა და უკვე 1.8 მილიონ ლარს გადააჭარბა. პირველი პროდუქცია 64 ათასი სუნელ-სანელებელი საექსპორტოდ აშშ-ში უკვე გავიდა. USAID-ს დახმარებით კომპანია “ფარკონი” აფართოებს სავაჭრო კავშირებს და იძიებს ახალ ბაზრებს ევროპასა და ამერიკაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0