იმერეთის რეგიონში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება გრძელდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იმერეთის რეგიონში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება გრძელდება. ამჯერად მავნებლის გასანადგურებელი პესტიციდები და საინფორმაციო ბუკლეტები, ხონისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში დარიგდა. მოსახლეობამ სპეციალისტებისგან ადგილზე მიიღო პესიტიციდების გამოყენების ინსტრუქცია და ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მექანიკური მეთოდების შესახებ ინფორმაცია. პროცესს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მავნებლის საწინააღმდეგო პესტიციდები იმერეთის მხარის სამი მუნიციპალიტეტის: ვანის, ხონისა და სამტრედიის მცხოვრებლებმა მიიღეს, სულ 40 000 – მდე ოჯახმა.

Visited 182 times, 1 visit(s) today