იმერეთის რეგიონში ნაპირდამცავი სამუშაოები განხორციელდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად იმერეთის რეგიონს სტუმრობდნენ, სადაც მდ.რიონის აუზში ნაპირდამცავი სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.
„წყალდიდობების რისკების მართვა“ პროექტის ფარგლებში გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა მდ.რიონის აუზში, მათ შორის სოფელ საჯავახოში და ზარათში ნაპირდამცავი სამუშაოები განახორციელეს, რაც ხელს შეუწყო წყალდიდობებით გამოწვეული შესაძლო მატერიალური ზარალის თავიდან აცილებას.
მინისტრი რეგიონში წყალდიდობების წინასწარი გაფრთხილების მიზნით განხორციელებულ პროქტებსაც გაეცნო.

Visited 146 times, 1 visit(s) today