იმერეთის რეგიონში 53 დევნილს გრანტი გადაეცა

11/05/2017

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, მცირე მეწარმეობის დასაწყებად ან განსავითარებლად, იმერეთის რეგიონში გრანტი 53 დევნილს გადასცა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და ვიცე – გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშილმა, ქუთაისსა და წყალტუბოში დევნილებისთვის დაფინანსებული პროექტები მოინახულეს. დევნილებმა გრანტების საშუალებით შეიძინეს ტექნიკა საოჯახო სამზარეულოსთვის, ფუტკრის სკები, ბოცვრები და მცირე მეწარმეობის დასაწყებად ან განსავითარებლად საჭირო სხვა რესურსი. საგრანტო პროგრამა „ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა დევნილებისთვის“ ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და მისი ბიუჯეტი 810 006 აშშ დოლარს შეადგენს. პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით უკვე 475 დევნილი დაფინანსდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0