იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი და ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდნენ. იმერეთის გუბერნატორმა უცხოელ ექსპერტებს იმერეთის რეგიონის ტურისტული პოტენციალი გააცნო და ასევე, მათ ამ მიმართულებით არსებული დეტალური ინფორმაციის მიწოდებაც დაჰპირდა. მსოფლიო ბანკის ექსპერტები ამ ეტაპზე სტრატეგიულ დოკუმენტზე მუშაობენ, რომლის ფარგლებშიც რეგიონის ბრენდინგი მოხდება და ტურიზმის სტიმულიურების მიზნით, კერძო სექტორისთვის სამოქმედო გეგმა შეიქმნება.

Visited 133 times, 1 visit(s) today