იმერეთში გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე მუნიციპალიტეტებში ჩავიდა და ადგილზე გაეცნო რა შეფერხებები შექმნა უამინდობამ მხარეში. პაატა ნადირაძემ მოსახლეობისგან და მუნიციპალიტეტებში შექმნილი შტაბების წევრებისგან არსებული ინფორმაცია მოისმინა და რაიონების გამგებლებს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდა. დღეს დილიდან იმერეთის რეგიონის 12–ვე მუნიციპალიტეტში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. რაიონებში მობილიზებულია სპეც ტექნიკა და ეტაპობრივად იწმინდება როგორც ქალაქის ტერიტორია ასევე, სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. დიდითოვლობის გამო შეფერხება იყო რამდენიმე მაღალმთიან სოფელში, სადაც თოვლის საფარმა 80სმ–ს მიაღწია.

Visited 174 times, 1 visit(s) today