იმერეთში, მოსახლეობასთან ღია შეხვედრები გრძელდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მოსახლეობასთან ღია შეხვედრები გრძელდება. სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ზესტაფონის მერი გიორგი გოგლიჩიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე, პარლამენტის წევრები: შალვა კიკნაველიძე და დიმიტრი მხეიძე, სოფლების: ილემის, ძირულას, შროშასა და წევას მოსახლეობას შეხვდნენ. ადგილობრივებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს საჭიროებებზე მიაწოდეს ინფორმაცია და ის პრიორიტეტები დაასახელეს, რომლებიც მათი სოფლების განვითარებას შეუწყობს ხელს. სამთავრობო გუნდის წევრებმა რიგი საკითხების მოგვარება ადგილზევე დაიწყეს ნაწილი კი მომავალი წლის ბიუჯეტში განისაზღვრება.
ოთხივე სოფელში გარკვეული სამუშაოები უკვე განხორციელდა. სოფელ ილემში მოეწყო ბეტონის საფარი და მოიხრეშა საუბნო გზები,ასევე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა საბავშვო ბაღსა და საჯარო სკოლაში. აღნიშნული სამუშაოებისთვის 506 401 ლარი დაიხარჯა. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით გარკვეული სამუშაოები განხორციელდა სოფლებში: ძირულა, შროშა, წევა. გარდა ამისა, სამივე სოფელში საჯარო სკოლებს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა.

Visited 117 times, 1 visit(s) today