იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციამ, უკრაინიდან და სომხეთიდან ჩამოსულ დელეგაციებს უმასპინძლა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციამ, უკრაინიდან და სომხეთიდან ჩამოსულ დელეგაციებს უმასპინძლა. შეხვედრა სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბ „თაობათა დიალოგი“ – ს, არმავირის განვითარების ცენტრის (სომხეთი) და სოციალური და პოლიტიკური კვლევების ბიუროს (უკრაინა) მიერ განხორციელებული ერთობლივი პროექტის ფარგლებში მოხდა. პროექტი „ნაბიჯი წინ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სოციალური სერვისების დეცენტრალიზაციისკენ“ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ორგანიზაციების ფორუმის მხარდაჭერით მიმდინარეობს.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, სომეხ და უკრაინელ კოლეგებს საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის სისტემა და სოციალურ სფეროში დაგეგმილი რეფორმები გააცნო. გარდა ამისა, მხარეებმა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სოციალური სერვისების დეცენტრალიზაციის პლატფორმის კონცეფცია“ – ზე იმსჯელეს.

Visited 155 times, 1 visit(s) today