იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციაში, სოფლის განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციაში, სოფლის განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელეს. პროექტს „სოფლის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში” ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „სოფლის განვითარების მხარდაჭერა საქართველოში” ფარგლებში. მის მიზანს საქართველოს რეგიონებში სოფლის განვითარების მიმართულებით არსებული მდგომარეობის ანალიზი და ძირითადი გამოწვევების გამოვლენა წარმოადგენს.

შეხვედრას იმერეთის ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მხარეებმა იმერეთის რეგიონში სოფლის განვითარებასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე იმსჯელეს და ძირითადი პრიორიტეტები გამოავლინეს.

Visited 150 times, 1 visit(s) today