იმერეთში ფაროსანას საწინააღმდეგო პესტიციდები რიგდება

09/10/2017

იმერეთის რეგიონში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანში, მოსახლეობას მავნებლის საწინააღმდეგო პესტიციდები და საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგდა. აღნიშნულ პროცესს იმერეთში სახელმწიფო რმწუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძე დაესწრნენ. ადგილობრივებს ასევე, პესტიციდების გამოყენების ინსტრუქცია გააცნეს და ინფორმაცია მიაწოდეს ფაროსანასთან ბრძოლის მექანიკური ღონისძიებების შესახებ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო პესტიციდებს იმერეთის რეგიონში მცხოვრებ 40 000 მდე ოჯახს გადასცემს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0