იმერეთში, ქარისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ძლიერი ქარის შედეგად იმერეთის 12–ვე მუნიციპალიტეტში მიყენებული ზარალის დათვლა აქტიურად მიმდინარეობს. ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია შესაბამისი კომისიები და აღწერენ რა ხარისხის დაზიანებები მიადგა თითოეულ ობიექტს. ინფორმაციის დეტალურად გაცნობის მიზნით საჩხერეში, ჭიათურაში, ზესტაფონში, თერჯოლასა და წყატუბოში ადგილზე ჩავიდნენ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ბესიკ გოფოძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი თოფურია. ისინი ადგილობრივ თვითმმართველობის წევრებთან ერთად დაზარალებულ ოჯახებში მივიდნენ და მათ უმოკლეს ვადაში პრობლემების მოგვარებას დაპირდნენ. მუნიციპალიტეტები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს შესაბამის კომპანიებთან, რომლებიც ძალიან მალე გადანაწილდებიან ობიექტებზე და შეუდგებიან დაზიანებული სახურავების შეკეთების სამუშაოებს. ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით ძლიერემა ქარმა რეგიონის მასშტაბით 113 კერძო სახლსა და 22 კორპუსს ნაწილობრივ გადახადა სახურავი, დაზიანებულია 20–მდე სხვადასხვა დაწესებულების სახურავიც. ასევე, მოთხრილია ხეები.

Visited 333 times, 1 visit(s) today