იმისთვის, რომ ყველა დეპუტატმა დასვას კითხვები და მიიღოს პასუხები გიორგი გახარიასგან, ერთადერთი ფორმატია პლენარული სხდომა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმის თაობაზე, რომ ყველა დეპუტატს მიეცეს გიორგი გახარიასთან კითხვების დასმის და პასუხების მიღების საშუალება და ამისთვის, ერთადერთი ფორმატია პარლამენტის პლენარული სხდომა“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრისა და მისი მოსმენის სურვილი რამდენიმე კომიტეტს ჰქონდა და აქედან გამომდინარე, ფორმატი, რომელიც დეპუტატების ინტერესებს საუკეთესოდ უპასუხებს, პლენარული სხდომაა.

„იყო რამდენიმე კომიტეტისგან იმის ინტერესი, რომ მომხდარიყო მოსმენა და შეხვედრა ბატონ გიორგი გახარიასთან და აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმის თაობაზე, რომ ყველა დეპუტატს მიეცეს ბატონ გიორგი გახარიასთან კითხვების დასმის საშუალება და ამ კითხვებზე პასუხების მიღების საშუალება და ამისათვის, ერთადერთი ფორმატი არის, რა თქმა უნდა, პარლამენტის პლენარული სხდომა. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ეს ფორმატი საუკეთესოდ პასუხობს ჩვენი დეპუტატების, კოლეგების ინტერესებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში ხვალ მივა.

Visited 77 times, 1 visit(s) today