იმ რეგიონისთვის, რომელიც სახმელეთო გზით, პრაქტიკულად 7 თვე მოწყვეტილია ცენტრს, ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციაზე წვდომა

13/09/2017

თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში სწრაფი ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო სიახლეა.
პროექტი ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით „თუშეთის განვითარების ფონდმა“, საერთაშორისო ორგანიზაცია The Internet Society -თან ერთად განახორციელა.
ვფიქრობ, იმ რეგიონისთვის, რომელიც სახმელეთო გზით, პრაქტიკულად 7 თვე მოწყვეტილია ცენტრს, ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციაზე წვდომა. მოგეხსენებათ, გასული ზამთრის სეზონზე დავნიშნეთ ვერტმფრენის ყოველკვირეული რეისი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია ახორციელებდა. წელსაც აუცილებლად იქნება ასეთივე რეისების შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, დამატებით სწრაფი ინტერნეტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაზე წვდომისთვის, ასევე იმისთვის, რათა ადგილობრივმა მცირე სასტუმროებმა, ტურიზმის კუთხით, შეძლონ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0