ინგა შამილიშვილი შუახევის მუნიციპალიტეტში დირექტორებს შეხვდა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა შუახევის მუნიციპალიტეტში დირექტორებთან და რესურსცენტრის თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე სულიკო თებიძე, მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე და გამგებლის მოადგილე რუსუდან შავაძე ესწრებოდნენ. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა იმ სიახლეების, პროგრამებისა და პროექტების შესახებ, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს სწავლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. დღესვე, მინისტრმა ჭვანის საჯარო სკოლა დაათვალიერა, სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და პედაგოგიურ კოლექტივს შეხვდა.

Visited 196 times, 1 visit(s) today