ინდონეზიის მთავრობა ადამიანის უფლებათა სფეროში რეფორმებსა და სერვისების მიწოდების ქართულ მოდელს ეცნობა

04/04/2017

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ბარამიძემ ინდონეზიის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრი იასონა ლაოლი მიიღო.
ალექსანდრე ბარამიძე დელეგაციის წევრებს იმ რეფორმების შესახებ ესაუბრა, რომლებიც ქვეყანაში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით ხორციელდება.
მხარეებმა ისაუბრეს სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმის შესახებ. დელეგაციის წევრები გაეცვნენ ადამიანის უფლებათა სტრატეგიის სამოქმედო გეგმას, ისაუბრეს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობისა და ბავშვთა ულებების კუთხით გაწეულ სამუშაოებზე − მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე.
სტუმრები იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფციასა და მუშაობის სპეციფიკასაც გაეცვნენ. მხარეებმა ისაუბრეს სერვისების გაცემისა და ელექტრონული მმართველობის სფეროში საქართველოს წარმატებულ გამოცდილებაზეც.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებს საშუალება მიეცათ, მონაწილეობა მიეღოთ იუსტიციის სახლის მიერ ორგანიზებულ ტურში, რათა უკეთესად გასცნობოდნენ სერვისების გაცემის პროცესს.
ინდონეზიის დელეგაციის ვიზიტი 5 აპრილს სრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0