ინერგება არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თვისობრივი ცვლილება სასჯელაღსრულების და პრობაციის სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვის დონისა და საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების კუთხით, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პატიმრობის კოდექსსა და მის თანამდევ კანონებში ცვლილებების პაკეტი, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მოამზადა.
მთავრობის მეთაურმა მინისტრ კახა კახიშვილს, ამ მიმართულებით გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის, მადლობა გადაუხადა.
ცვლილებების თანახმად, საქართველოში მსჯავრდებულს პირველად მიეცემა უმაღლესი განათლების მიღების უფლება; სრულწლოვანი მსავრდებულებისთვისაც ინერგება არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე – შინაპატიმრობა; მცირდება დისციპლინური პატიმრობის ვადები; იცვლება უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულთა სასჯელის გადასინჯვის მექანიზმები და შემოდის შემდგომი, შესაძლო გათავისუფლების მექანიზმი და ა.შ.

„ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი, თვისობრივი ცვლილებებია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და სასჯელაღსრულების მინისტრს, ამ ცვლილებების დანერგვის პროცესში, წარმატება უსურვა.

Visited 118 times, 1 visit(s) today