ინოვაციური დიზაინის დეკორატიული აგურების წარმოების პრეზენტაცია გაიმართა

24/06/2017

„სტარტაპ საქართველომ“ დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში „ინოვაციური დიზაინის დეკორატიული აგურების წარმოების“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა ექსპო ჯორჯიას საგამოფენო ცენტრში. პროექტი მოიცავს ინოვაციური დიზაინის დეკორატიული აგურების წარმოებას და რეალიზებას, რომლის პროდუქტი გამოიყენება გარე ფასადისა და ინტერიერისთვის. პროექტის ავტორების განცხადებით, მათ ასევე შეუძლიათ დაამზადონ ნებისმიერი ფორმის დეკორატიული აგური, როგორსაც მომხმარებელი შეუკვეთავს. საწარმო მდებარეობს ქალაქ რუსთავში. დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამას” მთავრობის ინიციატივით საპარტნიორო ფონდი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ერთობლივად ახორციელებენ. „სტარტაპ საქართველო” მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური კომპონენტებისგან შედგება. „სტარტაპ საქართველოს“ 79 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის 59 ბიზნეს იდეა ინოვაციურ კომპონენტს ეკუთვნის. გამარჯვებული სტარტაპ იდეების განხორციელება ეტაპობრივად მიმდინარეობს. „სტარტაპ საქართველომ“ უკვე გამართა „ავტომობილების ვერტიკალური პარკირებისა“ და „ონლაინ კლინიკის“ პრეზენტაცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0