ინფექციურ დაავადებათა სკრინინგის პროგრამა იწყება

26/01/2018

ფოთში ტუბრკულოზის, შიდსისა და c ჰეპატიტის გამოვლენისა და სკრინინგის პილოტური პროგრამის განხორციელება იწყება. ქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში, პროგრამის – “ტუპერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის, C ჰეპატიტის სკრინინგის ინტეგრირება პირველად ჯანდაცვაში და პატრნიორობის განვითარება დაავადებათა ადრეული გამოვლენისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში” ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. პროექტის ხელმძღვანელებმა ბექა იოსელიანმა და უკა კილაძემ პროექტის მიზნებზე ისაუბრეს. შეხვედრას მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი, ა(ა)იპ “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“-ს ხელმძღვანელი ნანა მხეიძე და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. ქალაქ ფოთის მერის გოჩა კურდღელიას გადაწყვეტილებით, პროგრამის განხორციელებას ადგილობრივი ბიუჯეტი უზრუნველყოფს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0