ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და მსოფლიო ბანკმა სამუშაო შეხვედრა გამართეს

22/02/2018

სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ მსოფლიო ბანკის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე იმსჯელეს, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის საკითხებზე, ასევე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის თანამედროვე სტანდართებთან სრულ შესაბამისობასა და მომსახურების დონის ამაღლებაზე.
შეხვედრას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე, მსოფლიო ბანკის ტრანსპორტის სპეციალისტი აიმენ ოსმან ალი, დონორი ორგანიზაციების, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საპარტნიორო ფონდისა და სხვა უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მსოფლიო ბანკი თანამშრომლობას სამომავლოდაც აქტიურად გააგრძელებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0