ინფრასტრუქტურის სამინისტრო სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული გავნითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი სამეგრელო ზემო – სვანეთის რეგიონში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა, სადაც ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას და მდინარე ნენსკრაზე მიმდინარე სტიქიური მოვლენების გამომწვევ მიზეზებს. გარდა ამისა, სტიქიის ზონისკენ უკვე მიემართება სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის დაქვემდებარებაში მყოფი მძიმე ტექნიკა, რომელიც ზემო სვანეთში აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს. ადგილზე გასულია, ასევე კომპანიის საინჟინრო ჯგუფი, გამოცდილი სპეციალისტებით.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო, ასევე საგზაო დეპარტამენტის სტიქიის ნაპირდაცვისა და რეაბილიტაციის სპეციალისტების ჯგუფი, მიმდინარეობს დამატებითი ტექნიკის მობილიზება.

Visited 158 times, 1 visit(s) today