იოსებ ქარუმაშვილი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

13/11/2017

ახმეტის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი იოსებ ქარუმაშვილი უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა.
იოსებ ქარუმაშვილს მერიაში მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ბექა ბაიდაური დახვდა,რომელმაც ახალ მერს თანამშრომლები გააცნო.
‘’დღეს ჩემთვის მნიშვნელოვანი დღეა, გათვითცნობიერებული მაქვს პასუხისმგებლობა და ჩემს გუნდთან და მერიის თანამშრომლებთან ერთად მაქსიმალურად შევეცდები მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების გადაჭრას’’- განაცხადა იოსებ ქარუმაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0