იპოთეკური სესხის გამო გამოსახლებული მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა

გლდანის მე-7 მიკრორაიონში იპოთეკური სესხის გამო, ორი დღის წინ გამოსახლებული მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა.
სახლის უქონლობის გამო, გაბიდაძეების ოჯახმა ცხედარი მეზობლის ავტოფარეხში დაასვენა.

შვიდსულიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს. როგორც ისინი აცხადებენ, კერძო იპოთეკარისგან თანხა ოჯახის წევრის ავადმყოფობის გამო აიღეს და დროულად გადახდა ვეღარ შეძლეს, რის გამოც დაკარგეს ბინა.

“მივმართავ მთავარობას, გონს მოეგეთ, ნუ გვყრით ქუჩაში, ნუ გვწირავთ სასიკვდილოდ”- აცხადებენ გაბიდაძეები.

Visited 157 times, 1 visit(s) today