ირაკლი ბერაია კონგრესმენებს სტივ ვომაკს და დანქინ ჰანტერს შეხვდა

08/09/2017

ვაშინგტონში ვიზიტად მყოფი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია კონგრესმენებს სტივ ვომაკს და დანქინ ჰანტერს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, თავდაცის სფეროში მიმდინარე რეფორმები, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს.
ირაკლი ბერაიამ ხაზი გაუსვა აშშ-ის განსაკუთებულ როლს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0