ირაკლი ბერაია მოსახლეობას ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციაზე ესაუბრა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი (დაჩი) ბერაიას შეხვედრები მოსახლეობასთან გრძელდება. დღეს, მაჟორიტარი დეპუტატი ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელ გოჩა ქაჯაიასთან და გამგებლის პირველ მოადგილე ვარაზ გაბედავასთან ერთად თორსა-დღვაბის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე, განხილვის ძირითადი თემა დასახლებაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაცია იყო.
მაჟორიტარმა დეპუტატმა მოისმინა მოსახლეობის წინადადებები, ინიციატივები და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად განიხილა მათი განხორციელების გზები.
მოსახლეობის მხრიდან მთავარ პრიორიტეტად შიდა სასოფლო გზის კეთილმოწყობა და წყლის ჭაბურღილის რეაბილიტაცია დასახელდა.

Visited 182 times, 1 visit(s) today