ირაკლი კობახიძემ ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძარი დაათვალიერა

15/11/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება, ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძარი დაათვალიერა. ირაკლი კობახიძეს ეპისკოპოსმა ვარლამ პლოეშტიანომ უმასპინძლა და სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. ეპისკოპოსმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები დალოცა და პარლამენტის თავმჯდომარეს წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხატი უსახსოვრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0