ირაკლი კობახიძემ გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატურასთან, ირაკლი მექვაბიშვილთან შეხვედრა გამართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატურასთან, ირაკლი მექვაბიშვილთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის, ფუნქციებისა და საქართველოს პარლამენტთან არსებული ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს. ირაკლი მექვაბიშვილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს საკუთარი ხედვა და სამომავლო გეგმები გააცნო.
ირაკლი მექვაბიშვილი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. ახალ გენერალურ აუდიტორს პარლამენტი 20 სექტემბერს, პლენარულ სხდომაზე აირჩევს.

Visited 115 times, 1 visit(s) today