ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის წევრებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

08/08/2017

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის წევრებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის წევრებმა, 2008 წლის აგვისტოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და საქართველოს პარლამენტის სახელით, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
„9 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2008 წელს აგვისტოს ომი დაიწყო. პირველ რიგში, ჩვენი ვალია პატივი მივაგოთ ჩვენს დაღუპულ გმირებს და გავიხსენოთ ისინი, ასევე ჩვენი ვალია ყველაფერი გავაკეთოთ, რომ შესრულდეს ის, რისთვისაც ჩვენი გმირები იბრძოდნენ – ეს არის ჩვენი სამშობლოს ერთიანობა და ეს არის საქართველოს გამთლიანება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრები 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახის წევრებს შეხვდნენ და მიუსამძიმრეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0