ირაკლი კობახიძემ და უმრავლესობის წევრებმა დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს მიუსამძიმრეს

24/11/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის პანაშვიდზე იმყოფებდა.
პარლამენტის წევრებმა დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრეს და თანადგომა გამოუცხადეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0