ირაკლი კობახიძემ დელეგაციასთან ერთად ლატვიის ოკუპაციის მუზეუმი დაათვალიერა

16/01/2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, ლატვიის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს.
კულტურული პროგრამის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ, ლატვიის ოკუპაციის მუზეუმი დაათვალიერა და სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
დღესვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ლატვიის ეროვნულ ბიბლიოთეკას ეწვია და საჩუქრად წიგნები გადასცა.
ირაკლი კობახიძემ და დელეგაციის წევრებმა ლატვიის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი დაათვალიერეს.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: თამარ ხულორდავა, ეკა ბესელია, აკაკი ზოიძე, ბექა ოდიშარია, რამაზ ნიკოლაიშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0