ირაკლი კობახიძემ ვენეციის კომისიის დელეგაციას უმასპინძლა

20/01/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, ჯანი ბუკიკიოს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. ვახშამს ვენეციის კომისიის მდივანი, ტომას მარკერტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ. ვენეციის კომისიის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით თბილისს 20 იანვარს, ირაკლი კობახიძის მოწვევით ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში ჯანი ბუკიკიომ და ტომას მარკერტმა შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ფრაქციასთან „საქართველოს პატრიოტები“, საპარლამენტო უმცირესობაში შემავალ ფრაქციებთან, საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან და საქართველოს იუსტიციის მინისტრთან, თეა წულუკიანთან გამართეს. ვენეციის კომისიის დელეგაცია თბილისს 21 იანვარს დატოვებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0