ირაკლი კობახიძემ ვენეციის კომისიის დელეგაციას უმასპინძლა

30/03/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტით მყოფ ვენეციის კომისიის დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. ვახშამს დელეგაციის ხელმძღვანელი – ვენეციის კომისიის მდივანი თომას მარკერტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი და დელეგაციის წევრები – მაიკლ ფრედო, ნიკოს ალივიზატოსი, ჯოზეფ მარია კასტელა ენდრიუ და ზია კაგა ტანიარი ესწრებოდნენ. ვენეციის კომისიის დელეგაცია თბილისს 30 მარტს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, თამარ ჩუგოშვილთან და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ოთხივე თემატურ სამუშაო ჯგუფთან გამართეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0