ირაკლი კობახიძემ იანის ზლამეცთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, იანის ზლამეცთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საქართველოსა და ლატვიას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე ისაუბრეს. განიხილეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებიც.
ირაკლი კობახიძემ ელჩს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდა.

Visited 133 times, 1 visit(s) today