ირაკლი კობახიძემ ილია მეორე მოინახულა

20/02/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში დაბრუნებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოინახულა. ირაკლი კობახიძე ილია მეორეს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, მამუკა მდინარაძესთან და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ეკა ბესელიასთან ერთად საქართველოს საპატრიარქოში დახვდა და უწმინდესს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამკურნალოდ გერმანიაში იმყოფებოდა, სადაც მას 13 თებერვალს ოპერაცია ჩაუტარდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0