ირაკლი კობახიძემ კიევში ზეციური ასეულის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო

18/01/2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, უკრაინაში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს. ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, კიევში, ზეციური ასეულის გმირების ქუჩას ეწვია, გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მაიდანზე დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
დღესვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და დელეგაციის წევრებმა გვირგვინით შეამკეს უცნობი ჯარისკაცის საფლავი და უკრაინის გოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.
დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: სერგი კაპანაძე, სოფიო ქაცარავა, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, დავით მათიკაშვილი, გიორგი მოსიძე, ბექა ოდიშარია და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0