ირაკლი კობახიძემ ნესვიჟის ციხესიმაგრე დაათვალიერა

21/11/2017

ბელარუსის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დელეგაციასთან ერთად, ნესვიჟის ისტორიული ციხესიმაგრე-რეზიდენცია, ნესვიჟის სამუზეუმო კომპლექსი და ნაკრძალი დაათვალიერა.
ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ბელარუსის რესპუბლიკაში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის წევრები: სოფიო ქაცარავა, ირაკლი კოვზანაძე, გიორგი ბეგაძე, კობა კობალაძე, ლაშა დამენია, ალექსანდრე ქანთარია და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0