ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციის – „რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება“ მონაწილეებს ვახშამზე უმასპინძლა

13/02/2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის – „რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება“ მონაწილეებს ვახშამზე უმასპინძლა.
ვახშამს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, სასულიერო პირები, უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების, ასევე, სამეცნიერო-აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0