ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის – მეურვის კანდიდატურის შესარჩევი საპარლამენტო-საკონკურსო კომისიის შემადგენლობა დაასახელა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

90 ხმით 1-ის წინააღმდეგ პარლამენტმა მხარი დაუჭირა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის – მეურვის კანდიდატურის შესარჩევი საპარლამენტო-საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტს, რომელიც პარლამენტის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააცნო.
პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის რეგლამენტის 215¹ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების და მაუწყებლობის კანონის 25-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, კომისიის შემადგენლობა დაასახელა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის მეურვეობის კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო-საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არიან: გალუმაშვილი სოსო-საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი. პიარ-სააგენტო „ჯეპრას“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პიარ-სკოლის დამფუძნებელი და ლექტორი, თვალაძე თინათინ-ბლოგერი, მხეიძე ზურაბ-ფსიქოლოგი, რუხაძე თინათინ- მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი, სტეფანიანი არნოლდ- არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე, ტატიშვილი ოთარი- ექიმი და ტელეწამყვანი, ფოცხიშვილი ბასა-რეჟისორი, „სტუდია 1 2 3“-ის დამფუძნებელი, შიდაშვილი მარინე- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი და ჯოლოგუა თამაზ-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათაფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორი.პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დადგენილება მიღებისთანავე ამოქმედდება.

Visited 153 times, 1 visit(s) today