ირაკლი კობახიძემ სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ირაკლი კობახიძემ ამერიკელი სენატორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და სამძიმარი გამოუცხადა ჯონ მაკკეინის ოჯახსა და ამერიკელ ხალხს.

„დღეს, კიდევ ერთხელ მივაგეთ ჩვენი პატივი სენატორ მაკკეინის ხსოვნას. ის იყო საქართველოს დიდი მეგობარი და მას მიუძღვის ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარებასა და ჩვენი მეგობრობის გაღრმავებაში და ჩვენ ვართ, რა თქმა უნდა, ამის გამო სენატორის მადლიერი“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, სენატორ ჯონ მაკკეინის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება მაღალი დონის დელეგაცია, რომელსაც უხელმძღვანელებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი.

Visited 147 times, 1 visit(s) today