ირაკლი კობახიძემ ტოშიო კაიტანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ტოშიო კაიტანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის გააქტიურების პერსპექტივები განიხილეს. ირაკლი კობახიძემ იაპონიის ელჩს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, ტოშიო კაიტანმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მომავალი ელჩის ბიოგრაფია გააცნო და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

Visited 134 times, 1 visit(s) today